გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „ალტახთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
როგორც ქართველმა ნახევარმცველმა აღნიშნა, ძალიან რთული თამაში მოიგეს:
„ძალიან რთული თამაში იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ალტახში გამარჯვება გაგვიჭირდებოდა. კარგი მომენტების შექმნა რთული იყო. ბოლო მესამედში ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ბოლოსკენ ყველაფერი გამოსწორდა. შეცვლებმა დღეს დიდი განსხვავება შექმნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთელმა გუნდმა მოგებისთვის ბევრი იშრომა. ასეთი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპა ლიგის რთული თამაშების შემდეგ. ასე უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 5-ჯერ თავი ავსტრიის ჩემპიონატში გამოიჩინა, თითოჯერ ავსტრიის თასზე და ევროპა ლიგაზე. სულ კი, 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
გრაცის „შტურმს“ 8 შეხვედრაში 18 ქულა აქვს, რითაც პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 ოქტომბერს, „ლინცს“ სტუმრად შეხვდება.