ძიუდო

9:49 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე გიგაური ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

დღეს, პერუს დედაქალაქ ლიმაში სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც პირველივე საშეჯიბრო დღეს საქართველოს პირველი ოქროს მედალი თორნიკე გიგაურმა მოუტანა.

19 წლის თორნიკე გიგაურმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარშიევი იპონით დაამარცხა და 66 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თორნიკე გიგაურის გარდა: სანდრო ახლოური –81, ლუკა ჯავახიშვილი –90, ლუკა ქარელიშვილი –90, გიორგი ბენდელიანი –100, ნოდარ ალაფიშვილი –100, გიორგი ბადუაშვილი +100 და ნოდარ კობალაძე +100 იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099843