ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ შინ „მანრესა“ დაძაბულ ბრძოლაში 104:93 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა არასრულ 18 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და როგორც მატჩის ისე მთლიანად პირველი ტურის MVP გახდა.
ცნობისთვის, შერმადინს აღნიშნული ჯილდო ყველაზე მეტჯერ 25-ჯერ აქვს მოპოვებული და უახლოეს მდევარს 6-ით უსწრებს. „ტენერიფე“ ლიგა ენდესას მეორე ტურში 11 ოქტომბერს, სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდება.