სხვა

11:17 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გეგმები შეიცვალა - UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე გაიმართება

UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში არა 4, არამედ 14 ივნისს გაიმართება, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრაპის დაბადების დღეა. ის 2026 წელს 80 წლის ხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თავად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორფოლკის საზღვაო სადგურზე აშშ-ის საზღვაო ძალების 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ღონისძიება 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო, თუმცა გეგმა მოგვიანებით შეიცვალა.

ბრძოლების თეთრ სახლში გამართვის ინიციატორი თავად აშშ-ის პრეზიდენტია. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს UFC-ის ქართველმა ჩემპიონებმა, მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095679