გუშინ მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მესამედ დაიცვა UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი. ქართველმა "მანქანამ" რეიტინგის მეოთხე ნომერი კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ბროძოლის დასრულების შემდეგ კორი სენდჰეგენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მერაბ დვალიშვილს მიმართა და მას გასაოცარი მებრძოლი და ჩემპიონი უწოდა.
"ვულოცავ ჩემპიონს - შენ შესანიშნავი მებრძოლი და დივიზიონის დიდი ჩემპიონი ხარ. ვამაყობ, რომ შენთან ვიბრძოლე. კიდევ ერთხელ შევხვდებით.
მინდა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ამით არაფერი იცვლება. შრომას აუცილებლად გავაგრძელებ და ოქროს აუცილებლად დავისაკუთრებთ. მიუხედავად იმისა, რომ წყალი ახლა ამრვრეულია, სიკვდილამდე ყოველთვის ურყევი სული მექნება. მიყვარს ეს სპორტი." - დაწერა სენდჰეგენმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და მას შემდეგ ის უკვე სამჯერ დაიცვა. ქართველმა "მანქანამ" ჯერ უმარ ნურმაგომედოვს სძლია, შემდეგ შონ ო'მალი მეორედ დაამარცხა და ახლა კორი სენდჰეგენს მოუგო.