გუშინ მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მესამედ დაიცვა UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი. ქართველმა "მანქანამ" რეიტინგის მეოთხე ნომერი კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ამ ბრძოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ყოფილი ჩემპიონი შონ ო'მალი ბრძოლას უყურებს. ამერიკელმა მერაბ დვალიშვილი შეაქო და საკუთარ თავზეც იხუმრა.
"ვფიქრობ მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. 100- გდებიდან მერაბმა მე მხოლოდ 5-ჯერ წამაქცია. ამის საშუალებას არ ვაძლევდი, რადგან უბრალოდ ფეხზე არ ვდგებოდი." - ამბობს ო'მალი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში სწორედ შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რომელიც შემდეგ მატჩრევანშშიც დაამარცხა.