ფეხბურთი

14:54 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოქტომბრის მატჩებში ინგლისის ნაკრებს ტრავმის გამო რის ჯეიმსი ვერ დაეხმარება

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი რის ჯეიმსი ტრავმირებულია და ეროვნულ ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება. ინგლისელმა დაზიანება პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში "ლივერპულთან" მიიღო.

როგორც ცნობილი ხდება, თომას ტუხელმა რის ჯეიმსის ნაცვლად ნაკრებში "სიტის" 20 წლის განაპირა მცველ ნიკო ო'რეილის უხმო.

ჯერ ჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა ჯეიმსის დაზიანება და რა დროით მოუწევს უქმობა. ეს ყველაფერი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის შემდეგნაირია:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეიმს ტრაფორდი (მანჩესტერ სიტი)

მცველები: დან ბერნი (ნიუკასლი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ნიკო ო'რეილი (სიტი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), მაილს ლუის-სკელი (არსენალი), ჯარელ ქუანსა (ლევერკუზენი), ჯედ სპენსი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემი), მორგან გიბს-ვაითი (ნოტინგემი), ჯორდან ჰენდერსონი (ბრენტფორდი), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (მილანი), დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა)

თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერეჩი ეზე (არსენალი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), მარკუს რაშფორდი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა) ინგლისის ნაკრები 9 ოქტომბერს, უელსს უმასპინძლებს, ხოლო 14 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171842