ფეხბურთი

15:38 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს იამალის შემდეგ კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი როდრი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ესპანელმა ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ბრენტფორდთან" მატჩში მიიღო და 22-ე წუთზე პეპ გვარდიოლას მისი შეცვლა მოუწია.

როდრიმ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს და მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 2-3 კვირაში შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს როდისთან ერთად ვერც ლამინ იამალი ვერ დაეხმარება. "ფურია როხა" 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს, ხოლო 14 ოქტომბერს ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090598