ვიგოს „სელტას“ ფორვარდი ბორხა იგლესიასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
32 წლის ფეხბურთელი თავდაპირველ განაცხადში არ იყო, მაგრამ ლამინ იამალის ტრავმის შემდეგ ლუის დე ლა ფუენტემ მას შეკრებაზე დაუძახა. იგლესიასმა სეზონი კარგად დაიწყო და 9 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
თუმცა, ესპანეთის ნაკრებში შეიძლება ითქვას, რომ ახალი სახეა, რადგან „ფურია როხას“ მაისურით აქამდე მხოლოდ ორჯერ ითამაშა.
ესპანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ - ბულგარეთს.