ფეხბურთი

16:59 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფაბიო კანავარო უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

52 წლის ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება, ფაბიო კანავარო უზბეკეთში დღეს ჩაფრინდა და კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ჯერ ჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია. იტალიელი სპეციალისტი ბოლოს „დინამო ზაგრების“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ნაკრები 2026 წელს ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09738