ფეხბურთი

17:35 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მიქაუტაძე "ვილიარეალს" იმედს არ გაუცრუებს, ის უკვე შეტევის ლიდერია

ესპანური გაზეთი Marca „ვილიარეალის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში დიდი ინვესტივია გარანტირებულ წარმატებას არ ნიშნავს, მიქაუტაძე კლუბის მოლოდინის გაამართლებს:

„ფეხბურთის სამყაროში დიდი ინვესტიცია ყოველთვის არ ნიშნავს გარანტირებულ წარმატებას. „ვილიარეალს“ ამის ბოლოდროინდელი მაგალითები აქვს, როგორიცაა დანჯუმა (22.5 მილიონი ევრო) და პაკო ალკასერი (24.5 მილიონი ევრო). მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ეჭვგარეშეა, რომ მიქაუტაძემ კარად დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი „ვილიარეალში“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გამოჩნდა, როგორც კლუბის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური ტრანზაქციაა. მიუხედავად იმისა, რომ მას ადაპტაციისთვის დიდი დრო არ ჰქონია, შესანიშნავად თამაშობს, როგორც სტატისტიკურად, ასევე უბრალოდ შეგრძნების თვალსაზრისით. სამი გოლით და ერთი საგოლე პასით ის გუნდის ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია.

ლა ლიგაში თავის მეორე მატჩში „ოსასუნას“ წინააღმდეგ, მან პირველად აჩვენა გოლების გატანის უნარი და გუნდს გამარჯვება მოუტანა. რამდენიმე დღის შემდეგ, სევილიაში, „პისხუანის“ სტადიონზე, შესანიშნავი ინდივიდუალური ქმედების შემდეგ მისი საგოლე გადაცემა გუნდს კიდევ სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. შაბათს კი „რეალთან“ გატანილი გოლი დღემდე მისი ერთადერთი გოლია, რომელსაც შედეგზე გავლენა არ ჰქონია.

მიქაუტაძემ კვალი ჩემპიონთა ლიგაზეც დატოვა. ტურინის „იუვენტუსთან“ მისმა გოლმა გუნდს ქულა მოუტანა: „ის ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია, მაგრამ თავის შესაძლებლობებს ავლენს. მას ბევრი რესურსი აქვს, კარს შესანიშნავად ხედავს, შეუძლია გოლის გატანა. გვჯერა, რომ მას შეუძლია ბევრი გოლის გატანა და შესანიშნავად თამაში, რათა დაგვეხმაროს ჩვენი მიზნების მიღწევაში“, - თქვა მარსელინომ“, - წერს Marca.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მისი მონაგარი 5 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

„ვილიარეალი“ 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს. „რეალს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, „ხეტაფესთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087927