„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა და უმოკლეს დროში 250 გამარჯვება მოიპოვა.
Opta-ს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს ამ ნიშნულის დასაძლევად მხოლოდ 349 მატჩი დასჭირდა. ამ პერიოდში, გვარდიოლას ხელმძღვანელობით, „მანჩესტერ სიტიმ“ 49 მარცხი განიცადა და 50-ჯერ ფრედ ითამაშა.
წინა რეკორდი სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნოდა, რომელმაც 404 თამაშში 250 გამარჯვება მოიპოვა. არსენ ვენგერი ყველა დროის სიაში მესამე ადგილზეა, რომელმაც 423 თამაშში ამდენივე გამარჯვება მოიპოვა.