ფეხბურთი

20:10 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ბუნდესლიგაში "შტურმის" ისტორიაში გოლეადორთა ხუთეულშია

ოთარ კიტეიშვილმა გასულ უქმეებზე გრაცის „შტურმის“ მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა „ალტახის“ კარი პენალტით დალაშქრა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. კიტეიშვილი „შტურმის“ ისტორიაში მეხუთე ადგილზეა მათ შორის, ვისაც ავსტრიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გაუტანია.

ოთარზე მეტი გოლი ბუნდესლიგაში „შტურმის“ მაისურით მხოლოდ მარიო ჰაასს (145), ივიცა ვასტიჩს (125), გერნოტ იურტინს (118) და ბოსო ბაკოტას (86) გაუტანიათ.

კიტეიშვილმა ბუნდესლიგაში 50 გოლის გატანას 185 მატჩი მოანდომა. თუ ყველა ტურნირს მივიღებთ მხედველობაში, ქართველი ნახევარმცველის შედეგი „შტურმში“ ასეთია - 237 მატჩი, 60 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096109