საფრანგეთის ნაკრებს პსჟ-ს შემტევი ბრედლი ბარკოლა გამოაკლდა, რომლის ნაცვლად დიდიე დეშამმა „ლანსის“ ფეხბურთელი ფლორენ ტოვინი გამოიძახა.
ბარკოლას მცირე დაზიანება აქვს, თუმცა რამდენი ხნით მოუწევს უქმობა უცნობია. რაც შეეხება ტოვენს, ის საფრანგეთის ნაკრებში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს.
ტოვენს საფრანგეთის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი) და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.