ფეხბურთი

22:07 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფა თანახმაა: ლა ლიგის მატჩი აშშ-ში, სერია A-ს - ავსტრალიაში

იტალიის სერია A-ს და ესპანეთის ლა ლიგის თითო მატჩი ქვეყნის ფარგლებს მიღმა ჩატარდება.

როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, უეფამ მწვანე შუქი აუნთო იტალიელების და ესპანელების გეგმას. შედეგად, ლა ლიგის მატჩი, რომელშიც „ვილიარეალი“ და „ბარსელონა“ შეხვდებიან, აშშ-ში, მაიამიში, დეკემბერში გაიმართება.

სერია A-ს მატჩი „მილანსა“ და „კომოს“ შორის „სან სიროს“ ნაცვლად, ავსტრალიაში, პერტში თებერვალში ჩატარდება.

ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სერია A-ს მატჩი იტალიაში არ გაიმართება, ხოლო ლა ლიგის - ესპანეთში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093428