ფეხბურთი

21:25 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მზადება დაიწყო, გუნდს კაპიტანი გამოაკლდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს.

დღეს, 21-წლამდელებმა საწვრთნელი პროცესი დაიწყეს და ლატვიის დედაქალაქში, არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდს, ტრავმის გამო ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი - გაბრიელ სიგუა ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად ნაკრებში დინამო ბათუმის ნახევარმცველი - გურამ ჯაფარიძეა გამოძახებული.

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე ლატვიას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, 21:00 საათზე მალტას. რამაზ სვანაძის გუნდს ერთი მატჩის შემდეგ ერთი ქულა აქვს.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092702