ფეხბურთი

22:50 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

Foot01: დავითაშვილი ლიგა 2-ის სხვა კლუბებს აშინებს

ფრანგული გამოცემა Foot01 ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელშიც „სენტ ეტიენისთვის“ მის მნიშვნელობაზეა საუბარი.

„სენტ ეტიენი“ „მონპელიესთან“ გამარჯვებით დაბრუნდა, „გენგამთან“ პირველი მარცხის შემდეგ. ზურიკო დავითაშვილმა ორი გოლ გაიტანა და ლიგის დანარჩენ წევრებს მესიჯი გაუგზავნა, მთელი ლიგა 2 შეაშინა. „სენტ ეტიენი“ „ტრუასა“ და „პოსთან“ ერთად ლიდერია და ერთადერთ მიზანს ისახავს: 2026-2027 წლების სეზონში ლიგა 1-ში დაბრუნებას.

„ვფიქრობ, სხვა გუნდებს მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ, მარცხის შემდეგ დავბრუნდით, ქულების მოპოვება გვინდოდა. ახლა კი, 35 000 გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ, რაც საოცარი განცდაა. მატჩები უნდა მოვიგოთ, ყველამ იცის ჩვენი მიზანი: ლიგა 1-ში დაბრუნება“, - თქვა დავითაშვილმა.

დავითაშვილმა კლუბში ხუთმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, სადაც აგვისტოს შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი. ქართველმა უნდა გააგრძელოს ასე თამაში და დაეხმაროს თავის კლუბს ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში“, - წერს Foot01.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. „სენტ ეტიენი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა (ასევე 20-20 ქულა აქვთ „ტრუას“ და „პოს“), ხოლო მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს, „ლე მანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094414