სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:15 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე მესამე კალათაშია

უეფამ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები წილისყრის წინ ოთხ კალათაში გაანაწილა.

საქართველოს ნაკრები, რომელმაც პლეი-ოფში სლოვაკეთის ძლევით მოიპოვა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, მესამე კალათაშია პოლონეთთან, სომხეთსა და ბელარუსთან ერთად. შესაბამისად, ჯგუფში მათ ვერ შეხვდება. ჯგუფური ეტაპის წილსისყრა 24 ოქტომბერს ჩატარდება.

I კალათა

პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა, საფრანგეთი

II კალათა

ხორვატია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი

III კალათა

პოლონეთი, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი

IV კალათა

ბელგია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო. მაშინ, ასათიანის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა ევროპირველობას რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით (1:3).

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09611