ფეხბურთი

0:52 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პასუხი საფრანგეთის ნაკრებს ბარკოლას მდგომარეობაზე

„პარი სენ-ჟერმენსა“ და საფრანგეთის ნაკრებს შორის კიდევ ერთი გაუგებრობაა - ამჯერად ბრედლი ბარკოლასთან დაკავშირებით.

ეროვნული ნაკრებიდან ბარკოლა დაითხოვეს, რადგან მათი განცხადებით ტრავმირებულია, თუმცა პსჟ იტყობინება, რომ ბრედლის დაზიანება არ აწუხებს.

„პარი სენ-ჟერმენი“ გაკვირვებულია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ 6 ოქტომბერს, ბრედლი ბარკოლას ჯანმრთელობის მდგომრეობასთან გამოქვეყნებული პრესრელიზის შესახებ. გამოქვეყნებული ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება „პარი სენ-ჟერმენის“ სამედიცინო ჯგუფის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც არანაირად არ მიუთითებდა „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ქრონიკულ ტრავმაზე“, - წერია პსჟ-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებში ბრედლი ბარკოლას ნაცვლად „ლანსის“ შემტევი ფლორენ ტოვენი გამოიძახეს, რომელიც ნაკრებში 6-წლიანი პაუზის შემდეგ მიიწვიეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.11971