სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:51 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" მცველს აეროპორტში თავს დაესხნენ

„მარსელის“ მცველ ნაიეფ აგერდს აეროპორტში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

მაროკოელი ფეხბურთელი ნაკრებში შეკრებაზე მიფრინავდა, როდესაც მას გულშემატკივარი მიუხლოვდა, რომელმაც სელფის გადაღება სთხოვა. შემდეგ სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა და აგერდს უცნობი პიროვნება თავს დაესხა.

აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ეჭვმიტანილი სწრაფად დააკავა, რომელიც შემდეგ პოლიციას გადასცეს. თუმცა, მაროკოელმა მცველმა მას ბრალდება არ წაუყენა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101704