ფეხბურთი

10:27 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

Give me Sport-მა გამოაქვეყნა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტების რეიტინგი

ცნობილმა პორტალმა Give me Sport-მა გამოაქვეყნა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტების ახალი რეიტინგი. სიის სათავეში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპეა, რომელიც ამჟამად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

მეორე ადგილზეა „ბარსელონას“ ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი. მესამეზე „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელმაც ბუნდესლიგასა და საერთაშორისო დონეზე სტაბილური გამტანის უნარი აჩვენა.

მეოთხე ადგილზეა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე, ხოლო ხუთეულს „ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი ასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096331