ფეხბურთი

11:12 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტინგემმა“ შესაძლოა პოსტეკოღლუ გაათავისუფლოს და სილვა მიიწვიოს

Daily Mail Sport-ის ცნობით, „ნოტინგემ ფორესტი“ მთავარი მწვრთნელის, ანგე პოსტეკოღლუს, გათავისუფლებიზს შესაძლებლობას განიხილავს.

წყაროს ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურში „ნიუკასლთან“ მარცხმა (0:2) „ნოტინგემის“ ხელმძღვანელობა აიძულა, სერიოზულად დაფიქრებულიყო 60 წლის სპეციალისტის მომავალზე გუნდში. კლუბის მფლობელი ევანგელოს მარინაკისი სანაკრებო შესვენების დროს პოსტეკოღლუსთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

როგორც ამბობენ, ნოტინგემი მარკო სილვათი, როგორც ახალი მთავარი მწვრთნელით არის დაინტერესებული, რომლის კონტრაქტიც „ფულემთან“ 2025/26 წლების სეზონის ბოლოს იწურება. თუმცა, მენეჯერს ოფიციალური შეთავაზება მანამდე ნაკლებად სავარაუდოა გაუკეთონ, მაღალი გამოსასყიდი პუნქტის გამო.

პოსტეკოღლუმ „ნოტინგემის“ ხელმძღვანელის პოსტი 9 სექტემბერს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 7 მატჩიდან 5 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-17 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102383