ფეხბურთი

11:48 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ეს შემაშფოთებელი ნიშანია“. რუნიმ „ლივერპულის“ თავდამსხმელი სალაჰი გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

„ამ კვირაში ნათელი გახდა: როდესაც ყველაფერი კარგად მიდის - გოლები, გამარჯვებები - ეს მშვენიერია და გუნდი მზადაა ამის ასატანად. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში, მე მის ერთგულებას ეჭვქვეშ დავაყენებდი.

ვიცი, რომ ის ყოველთვის არ ეხმარება დაცვას, მაგრამ „ჩელსის“ წინააღმდეგ (1:2) მოწინააღმდეგე მცველს სალაჰი უბრალოდ უყურებდა. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ვან დეიკი და ალისონი, გასახდელის ლიდერები, უნდა ეუბნებოდნენ მას: „შენ მეტი წვლილის შეტანა გმართებს გუნდის თამაშში“. ჩემთვის ეს შემაშფოთებელი ნიშანია. ჩემი აზრით, ის ბოლო დღეებში ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდა“, - ციტირებს რუნის სიტყვებს Daily Mail.

ამ სეზონში სალაჰმა ყველა შეჯიბრში 10 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089588