ფეხბურთი

12:24 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე ურუგვაის ნაკრებში დომინიკის რესპუბლიკისა და უზბეკეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს

ESPN-ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე ურუგვაის ნაკრებში 2025 წლის ოქტომბრის მატჩებში არ ითამაშებს.

27 წლის ფეხბურთელის ურუგვაის ნაკრებში არყოფნა ტრავმის ან უთანხმოების გამო არ არის გამოწვეული. ეს ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

ურუგვაელები უახლოეს ამხანაგურ მატჩებში მალაიზიაში დომინიკის რესპუბლიკისა (10 ოქტომბერს) და უზბეკეთის (13 ოქტომბერი) ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0957