„ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პრემიერლიგაში დაბრუნებას არ აპირებს.
„რაც შეეხება ბაიერნში უფრო დიდხანს დარჩენას, ამის გაგება ნამდვილად შემიძლია. რამდენიმე კვირის წინათ ღიად ვთქვი, რომ „ბაიერნთან“ ასეთი საუბრები ჯერ არ მქონია, მაგრამ თუ წარმოიშობა, ჯობს გულწრფელი საუბარი გვქონდეს. ცხადია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მომდევნო სეზონი და რას მივაღწევთ ერთად. ახლა ვიტყოდი, რომ ფანტასტიკურ ეტაპზე ვართ და სხვა არაფერზე ვფიქრობ.“
რაც შეეხება პრემიერლიგას, არ ვიცი. როცა პირველად გადავედი „ბაიერნში“, აუცილებლად გეტყოდით, რომ დავბრუნდებოდი. მაგრამ ახლა...რაც ჩემს კარიერაში ვისწავლე, არის ის, რომ არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები და სხვადასხვა დრო. ერთხელაც ყველაფერი თავის ადგილზე დგება“, - ციტირებს 32 წლის ინგლისელის სიტყვებს ESPN.
2025/26 წლების სეზონში კეინმა ყველა შეჯიბრში 10 მატჩში 18 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
თავდამსხმელი ადრე თამაშობდა „ტოტენჰემში“, „ლესტერში“, „ნორვიჩში“, „მილუოლსა“ და „ლეიტონ ორიენტში“.






