ფეხბურთი

14:47 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალის“ ნახევარმცველი რაისი „ვესტ ჰემთან“ მატჩში სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

„არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი ინგლისის ნაკრებს შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს - გვამცნობს The London Standard.

26 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის მე-7 ტურის „ვესტ ჰემთან“ მატჩის დროს ზურგის ტკივილს უჩიოდა. ის 79-ე წუთზე შეცვალეს.

თუმცა სამედიცინო შემოწმებამ სერიოზული ტრავმა არ აჩვენა.

2025/26 წლების სეზონში რაისმა ყველა ტურნირზე 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა („ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ) და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნული ნაკრების მაისურით მას 68 თამაშში ექვსი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა აქვს.

ინგლისის ნაკრები 9 ოქტომბერს უელსის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096914