„ლივერპულის ნახევარმცველმა“ ვატარუ ენდომ პრემიერლიგის მე-7 ტურში „ჩელსისთან“ წაგებულ მატჩში (1:2) ტრავმა მიიღო და იაპონიის ნაკრებში მომავალ მატჩებში ვერ ითამაშებს, გვამცნობს იაპონიის ნაკრების პრესსამსახური.
32 წლის იაპონელი ფეხბურთელი „ჩელსისთან“ მატჩის 86-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ტრავმის ხასიათი არ დაკონკრეტებულა.
ენდომ 2025/26 წლების სეზონში ოთხ მატჩი ჩაატარა და საგოლე მოქმედებით არ გამორჩეულა. მან ეროვნული ნაკრების მაისურით 71 თამაშში ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
იაპონიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებში 10 ოქტომბერს პარაგვაისთან, ხოლო 14 ოქტომბერს ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს.