თამაშგარე

15:53 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია ცოლს დაშორდა?

უკვე ორი დღეა ესპანური და არამხოლოდ ესპანური ტაბლოიდები ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას და მისი შეიძლება უკვე ყოფილი ცოლის, ჯორჯინა უზკატეგუის სავარაუდო დაშორებაზე ალაპარაკდნენ. ქართულ-ესპანური წყვილის დაშორების შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ილიამ და ჯორჯიანამ სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს.

ეს ამბავი პირველმა ჟურნალისტმა, ვინმე ხავი ოიოსმა შენიშნა და სასწრაფოდ ატეხა ერთი ამბავი, ჩვენი ილია ცოლს დაშორებულა და სიყვარულისა არ იყოს, ქართველებს დაშორების მალვაც ყვარებიათო. ამის შემდეგ ილიამ და ჯორჯინამ კვლავ აღადგინეს ერთმანეთისთვის თვალის დევნების ფუნქცია სოციალურ ქსელში, თუმცა ჭორი უკვე აგორებული იყო და ამ ქმედებით ხმები მათი დაშორების შესახებ, არ შეწყვეტილა.

აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ სოციალურ ქსელებში ილია თოფურიას ბოლო ოჯახური კადრები 12 ივნისს აქვს გამოქვეყნებული, როდესაც მათ ქალიშვილს ერთი წელი შეუსრულდა. ჯორჯინას სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოები კვლავ წაშლილი აქვს და ჯერჯერობით არც ერთ მათგანს დაშორების შესახებ რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161838