სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:22 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" ყოფილი მწვრთნელი: "მიქაუტაძე ფანტასტიკური იყო, მაგრამ ბრობი კარგად თამაშობდა"

ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. კერძოდ, იმ პერიოდზე, როცა ქართველი მისი ხელმძღვანელობით „აიაქსში“ ირიცხებოდა და შანსს პრაქტიკულად ვერ იღებდა.

„ის უბრალოდ ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როდესაც „აიაქსში“ მივედი, მისთვის თითქმის ყველაფერი დასრულებული იყო. ბრობი კარგად თამაშობდა, თუმცა ვარჯიშებზე ნამდვილად შესამჩნევი იყო, რომ მიქაუტაძე ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო. პასებით, დარტყმებით ნამდვილად გამოირჩეოდა. ვცადე მისი გამოყენება მარცხენა ფლანგზე და არა ფორვარდის პოზიციაზე, რადგან ბრობი კარგად თამაშობდა. „აიაქსს“ ზამთარში მისგან კვლავ კარგი მოგების მიღება შეეძლო, მასაც სურდა წასვლა, ამიტომ, ეს ნამდვილად ყველას ინტერესში შედიოდა“, - თქვა ვან ტ’სხიპმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ სულ 6 თვე გაატარა და ნიდერლანდური კლუბი უგოლოდ დატოვა, „მეცში“ დაბრუნდა, სადაც ისევ შესანიშნავად ათამაშდა და მისი კარიერა შემდეგ „ლიონში“ გაგრძელდა, ახლა კი, „ვილიარეალის“ ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166324