ფეხბურთი

18:32 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "ფეხბურთში ჩემი მეუღლის გამო დავბრუნდი, არ ვიცი, ალბათ არ სურდა სახლში ვყოფილიყავი"

„ბარსელონას“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ ფეხბურთში მისი მეუღლის დაჟინებული თხოვნით დაბრუნდა.

მან იხუმრა კიდეც, რომ ცოლმა ეს ყველფერი იმიტომ გააკეთა, რომ ვოიცეხს სახლში ყოფნისთვის ბევრი დრო არ ჰქონოდა.

„ფეხბურთში დაბრუნება ჩემი მეუღლის დამსახურებაა. დღემდე არ ვიცი, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეს ჩემთვის შესანიშნავ შანსად მიიჩნია, თუ უბრალოდ იმიტომ, რომ სახლში ჩემი ყოფნა არ სურდა... აღარ მინდოდა თამაში, მინდოდა შვილებთან დრო გამეტარებინა, მაგრამ ჩემმა ცოლმა დაჟინებით მოითხოვა „ბარსელონას“ შეთავაზებას დავთანხმებულიყავი. საბოლოოდ, მან ეს შეძლო და უნდა ვაღიარო, რომ მისი ძალიან მადლიერი ვარ“, - თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ რამდენიმე თვეში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის გამო „ბარსელონამ“ მიიწვია და პოლონელიც ფეხბურთში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095167