ფეხბურთი

17:29 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "გოგლიჩიძის კარგი თამაში "უდინეზეს" მწვრთნელისთვის იმედისმომცემი ნიშანია"

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი „უდინეზეში“ საბა გოგლიჩიძის თამაშს გამოეხმაურა.

ქართველი მცველი „კალიარის“ წინააღმდეგ პირველად იყო უდინელთა სასტარტო შემადგენლობაში და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

„მილანსა“ და „სასუოლოსთან“ მარცხის შემდეგ „უდინეზემ“ ნაწილობრივ ხასიათი გამოიკეთა „კალიარისთან“ ფრით. „როსობლუსთან“ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი უდავოდ საბა გოგლიჩიძე იყო, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში დამაჯერებელი თამაში აჩვენა.

ახალგაზრდა ქართველმა მცველმა თავისი აღტაცება სოციალურ ქსელში გამოხატა: „შესანიშნავი გრძნობაა „უდინეზეს“ ძირითად შემადგენლობაში დებიუტი. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს დახმარებისთვის“.

გოგლიჩიძე აქამდე ყოველთვის შეცვლაზე თამაშობდა, მაგრამ უკვე აჩვენა გუნდში ინტეგრაციის უნარი. ეს იმედისმომცემი ნიშანია რუნიაიჩისთვის, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ცდილობდა საიმედო გადაწყვეტილებების მიღებას დაცვის გასაძლიერებლად, რომელსაც გაუმჯობესება ჯერ კიდევ სჭირდება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამი მატჩი აქვს ჩატარებული (ერთხელ თასზეც ითამაშა), ხოლო „უდინეზე“ 8 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „კრემონეზეს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08036