„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი შემტევი უშუალოდ ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. ზურიკომ გასულ ტურში „მონპელიესთან“ შესანიშნავად ითამაშა და დუბლით თავის გუნდს მოაგებინა (2:0).
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. „სენტ ეტიენი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა (ასევე 20-20 ქულა აქვთ „ტრუას“ და „პოს“), ხოლო მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს, „ლე მანს“ უმასპინძლებს.