ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის“ ფეხბურთელი როდრიგო „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოს იყო. როგორც თვითონ აღნიშნა, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ „რეალის“ ზარმა ყველაფერი შეცვალა.
„სანამ „რეალში“ გადავიდოდი, „ბარსელონასთან“ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ყველაფერი მზად იყო. თუმცა შემდეგ მამაჩემმა მითხრა, რომ „რეალიდან“ დამირეკეს და არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ჩემთვის არჩევანი ადვილი იყო. ვიცოდი, რა მინდოდა და რა იყო ჩემი ოცნება. ეჭვიც არ მეპარებოდა და აქ ვარ. სანამ „რეალს“ სურს, კლუბში დავრჩები.
რაც არ უნდა მოხდეს, „ელ კლასიკოში“ „ბარსა“ უნდა დავამარცხოთ. გასული სეზონი „ბარსას“ წინააღმდეგ საშინელი იყო, ეს აღარ უნდა განმეორდეს. „ბერნაბეუზე“ სახლში ვართ და უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ“, - აღნიშნა როდრიგომ.
შეგახსენებთ, რომ როდრიგომ „რეალის“ შემადგენლობაში დღემდე 278 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 68 გოლი გაიტანა.