სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:17 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" დირექტორი: "მთავარ გუნდში ვარჯიში ლორთქიფანიძეს განვითარებაში ეხმარება"

„კრემონეზეს“ სპორტულმა დირექტორმა სიმონე ჯაკეტამ დაჩი ლორთქიფანიძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ნახევარმცველს მთავარ გუნდში ვარჯიში განვითარებაში ძალიან ეხმარება.

„კრემონეზეს“ სურს, რომ ეცადოს თავისი ფეხბურთელების განვითარება ვარჯიშების გზით ან იჯარით მათი გაშვებით, რათა უკან უფრო მომწიფებულები დაბრუნდნენ. ის საინტერესო ფეხბურთელია, იმსახურებს ამ გარემოში ყოფნას. მომავალში გამოჩნდება, საჭირო იქნება თუ არა, იჯარით მისი გაშვება. მას მოთმინება სჭირდება, მაგრამ ამ გუნდში ვარჯიში მზას ზრდაში ეხმარება“, - თქვა ჯაკეტამ.

შეგახსენებთ, რომ დაჩი ლორთქიფანიძე მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ განაცხადში მუდმივად ხვდება, მაგრამ სერია A-ში დებიუტის შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096979