ფეხბურთი

21:00 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდი ალბამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟორდი ალბა, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამიში“ თამაშობს, სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

ამის შესახებ 36 წლის ესპანელმა განცხადება ოფიციალურად გააკეთა და MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთს დაემშვიდობება:

„მადლობა ფეხბურთო, ყველაფრისთვის. მივიღე გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს კარიერა დავასრულო. იდეალური დროა ახალი თავის დასაწყებად. ფეხბურთმა აბსოლუტურად ყველაფერი მომცა“, - თქვა ალბამ.

ჟორდი ალბამ „კორნელიაში“, „ხიმნასტიკსა“ და „ვალენსიაში“ ითამაშა, კარიერის საუკეთესო წლები კი „ბარსელონაში“ გაატარა, რომლის მაისურით 459 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ის ბოლო წლებში „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს, ხოლო ესპანეთის ნაკრების რიგებში 93 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

ესპანელმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 6-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი 5-ჯერ, ესპანეთი თასი 4-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი თითოჯერ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092715