ფეხბურთი

21:40 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: "ყველაფერი გვაქვს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად გვჭირდება"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ მათი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებას იმედოვნებს, რათა შემდეგ პლეი-ოფიდან მოხვდეს ფინალურ ეტაპზე.

„ორ ძალიან მნიშვნელოვან მატჩს ვითამაშებთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაა. ამის შემდეგ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. მთავარი მიზანი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა. ყველაფერი გვაქვს, რაც ამის მისაღწევად გვჭირდება. მოტივირებულები ვართ“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090799