„ნაპოლის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა სტანისლავ ლობოტკა გამოაკლდა.
სლოვაკმა ფეხბურთელმა დაზიანება „ჯენოასთან“ მატჩში მიიღო და სანაკრებო შეკრებასაც გამოტოვებს. იტალიური მედიის ცნობით, ლობოტკა დაახლოებით ერთი თვე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტეს გუნდს რამდენიმე მატჩი ვერ დაეხმარება.
„ნაპოლიმ“ სერია A-ში შესანიშნავი სტარტი აიღო და 6 ტურის შემდეგ 15 ქულით „რომასთან“ ერთად ლიდერია.