ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდა და მომდევნო შეხვედრებისთვის ემზადება.
ამ ამბავს ფრანგული გამოცემა Le10sport-ი გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ პსჟ-სთვის ეს კარგი ამბავი არ არის, რადგან პარიზელებს სურდათ, რომ არ გაერისკათ და კვარა პარიზში დარჩენილიყო:
„ეს კარგი ამბავი არ არის პსჟ- სთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საერთაშორისო შესვენების დროს დაისვენებდა, რათა მომავალი მატჩებისთვის ფორმაში დაბრუნებულიყო, რომლებიც პარიზელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის ალიკანტეში ემზადება.