ფეხბურთი

23:50 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "ვეცდებით, მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ ესპანეთისა და თურქეთის მატჩებისთვის სამზადისის დაწყებაზე კომენტარი გააკეთა.

"რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და 100%-ით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს", - თქვა გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084876