ფეხბურთი

0:23 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა ესპანეთისა და თურქეთის მატჩებისთვის სამზადისის დაწყებაზე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, აუცილებლად გვექნება ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ იმისთვის რომ ნაკრებს დავეხმარო", - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1655