იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ფაბიო კანავაროზე იხუმრა, რომელიც უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.
უზბეკეთს, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, ხოლო იტალიას არა, რომელიც დიდი შანსია, ვერც გავიდეს მუნდიალზე. გატუზომ თქვა, რომ კანავაროს ესაუბრა და უთხრა:
„ფაბიო, რა იღბლიანი ხარ! გელს წაისვამ, სუნამოს დაისხამ დ მუნდიალზე წახვალ. მე კი, აქ სანგარში ვარ“, - იხუმრა გატუზომ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.