„მილანის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო ფიქრობს, რომ სერია A-ს მატჩის ავსტრალიაში ჩატარება სიგიჟეა. თუმცა, ფრანგმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ ფეხბურთელები გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ:
„გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ „მილანი“ სერია A-ს მატჩს ავსტრალიაში ითამაშებს. ეს სრული სიგიჟეა. თუმცა, ეს ფინანსური შეთანხმებებია, რომლებიც ლიგას ხილვადობას ანიჭებს, ისეთი რამ, რაც ჩვენზე მაღლა დგას. ბევრი საუბარია გრაფიკსა და მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად აბსურდულად ჟღერს. სიგიჟეა ამხელა მანძილის გავლა ავსტრალიაში ორ იტალიურ გუნდს შორის მატჩისთვის“, - განაცხადა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „კომოს“ მატჩი თებერვალში ავსტრალიის ქალაქ პერტში გაიმართება.