საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად, წარმოშობით ესპანელმა პორნო-ვარსკვლავმა, ტინა ფერნანდესმა ჯერ გვარი შეიცვალა და ტინა ტრამპად მოგვევლინა, შემდეგ კი თავი ფხბურთის დიდ ქომაგად გამოაცხადა, საყვარელ კლუბად ჩვენი გიორგი მიქაუტაძის „ვილეარეალი“ შერაცხა და საყვარელი ფეხბურთელიც სწორედ ამ გუნდიდან ჰყავს.
საუბარია „ყვითლების“ კოტდივუარელ შემტევ ნიკოლას პეპეზე, რომლისა და ტინას ტრფიალების შესახებ ჭორები ადრეც დადიოდა და მას შემდეგ კი რაც პეპემ ტურინის „იუვენტუსს“ ორი გოლი გაუტანა, ტინა ტრამპი ადგა და სოციალურ ქსელში სატრფოს მიერ მოპოვებული პრიზი დადო. პრიზი, რომელიც აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ეკუთვნის.
საინტერესოა როგორი განცდაა, კოტდივუარელი კაცი ესპანეთში წარმატებას რომ აღწევ და ამ წარმატებას გვერდით მიწოლილ შიშველ ტრამპთან ერთად აღნიშნავ...









