სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:40 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა ჯობ ბელინგემმა "დორტმუნდი" დატოვოს

20 წლის ჯობ ბელინგემმა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბორუსია "დორტმუნდი" დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი საშა ტავაოლიერი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბელინგემის მამა უკმაყოფილოა იმით, რომ ნიკო კოვაჩი მის შვილს მცირე სათამაშო დროს აძლევს და ამის გამო კლუბის დატოვებაზე ფიქრობენ. ჯერ ჯერობით რაიმე კონკრეტული შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯობ ბელინგემი "დორტმუნდში" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 30 მილიონის სანაცვლოდ "სანდერლენდიდან" გადავიდა და მას შემდეგ ინგლისელმა ახალი კლუბის მაისურით სულ 13 შეხვედრაში ითამაშა. უშუალოდ ბუნდესლიგაში კი 6 მატჩში სათამაშოდ მხოლოდ 187 წუთი მიიღო, რაც ფეხბურთელის გარემოცვის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164526