ფეხბურთი

12:15 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესი ჟორდი ალბას კარიერის დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟორდი ალბა, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამიში“ თამაშობს, სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.ამის შესახებ 36 წლის ესპანელმა განცხადება ოფიციალურად გააკეთა და MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთს დაემშვიდობება.

ესპანელი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ლიონელ მესი გამოეხმაურა და ალბას ემოციურად დაემშვიდობა.

"მადლობა ჯორდი ყველაფრისთვის, ძალიან მომენატრები. ამდენი წლის განმავლობაში ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და თავს ძალიან უცნაურად ვიგრძნობ, როდესაც მარცხნივ გავიხედავ და იქ ვეღარ დაგინახავ. სიგიჟე იყო, თუ რამდენი საგოლე გადაცემა გაგიკეთებია ჩემთვის. ახლა ვინ მომცემს პასებს?" - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟორდი ალბამ „კორნელიაში“, „ხიმნასტიკსა“ და „ვალენსიაში“ ითამაშა, კარიერის საუკეთესო წლები კი „ბარსელონაში“ გაატარა, რომლის მაისურით 459 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ის ბოლო წლებში „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს, ხოლო ესპანეთის ნაკრების რიგებში 93 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103637