სხვა

13:12 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პიოტრ იანი: "თუ მერაბს რაიმე ტრავმა არ აწუხებს, რემატჩის გამართვა დეკემბერში მსურს"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან რემატჩის სურვილი ღიად არაერთხელ დააფიქსირა. ბრძოლის წინააღმდეგი არც ქართველი "მანქანაა", რომელმაც კორი სენდჰეგენთან გამარჯვების შემდეგ პიოტრ იანთან ჩხუბის სურვილი დააფიქსირა.

"იმ შემთხვევაში, თუ მერაბს რაიმე ტრავმები არ აწუხებს რემატჩის გამართვა დეკემბერში შესაძლებელი იქნება. თან ამის სურვილი თავად მერაბსაც აქვს. ამ შესაძლებლობას დიდი ხანია ველოდები და დეკემბერში ბრძოლისთვის სრულიად მზად ვიქნები, განსხვავებით წინა ბრძოლისგან, სადაც მარჯვენა ხელი ძალიან მტკიოდა და ბრძოლა ასეთ პირობებში მომიწია. ამიტომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება და გულშემატკივარი საინტერესო ბრძოლას იხილავს. ბრძოლა ძალიან მიყვარს და ტრავმიტაც ბევრჯელ მიბრძოლია. ვერ ვიტყვი იმას, რომ მერაბთან წაგებას არ ვნანობ, მაგრამ ახლა ვფიქრობ კარგი შესაძლებლობა მექნება რემატჩში შური ვიძიო." - განაცხადა იანმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი 2023 წელს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167544