ფეხბურთი

14:30 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი დინ ჰუისენი გამოაკლდა. ფეხბურთელმა ოფიციალურად დატოვა შეკრება. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, რომელიც შემდეგ ესპანურმა მედიამაც დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება ჰუისენს კუნთების დაჭიმულობა აქვს, რის გამოც 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან, ხოლო 14-ში ბულგარეთის ნაკრებთან თამაშებს გამოტოვებს.

ესპანეთის ნაკრებს დინ ჰუისენის გარდა საქართველოს წინააღმდეგ ლამინ იამალი, როდრი, ნიკო უილიამსი და ფაბიან რუსიც ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს ელჩეში 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097101