ფეხბურთი

15:07 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-ნასრის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ქონება ამ მომენტისთვის 1.4 მილიარდს შეადგენს.

როგორც ცნობილი ხდება, რონალდუმ 2022-2023 წლებში "ალ-ნასრისთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით 500 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Nike-თან 10 წლიანი კონტრაქტის მიხედვით 18 მილიონი, ხოლო პორტუგალიელს Armani-თან და Castrol-თან თანამშრომლობამ 175 მილიონი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბთან პირველი კონტრაქტი 2023 წელს გააფორმა, ხოლო ზაფხულში "ალ-ნასრისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091279