ფეხბურთი

15:36 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკ გეჰის მსურველთა რიცხვი იზრდება

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "კრისტალ პალასის" ცენტრალური მცველის მარკ გეჰის მსურველთა რიცხვი იზრდება. როგორც ცნობილი გამოცემა Sky sport-ი იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელის დამატებით მადრიდის "რეალი" და "ბარსელონაც" არიან დაინტერესებული.

მარკ გეჰის "კრისტალ პალასთან" მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და არაა გამორიცხული ლონდონური კლუბი ფეხბურთელის გაშვებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც დათანხმდეს. მოგეხსენებათ, რომ გეჰის ტრანსფერზე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლივერპული" იყო დაინტერესებული, თუმცა ეს შეთანხმება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მარკ გეჰის ტრანსფერით "რეალისა" და "ბარსელონას" გარდა "ბაიერნი" და "ლივერპულიც" არიან დაინტერესებულნი. ინგლისელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164065