სხვა

17:44 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

Givemesport-მა UFC-ის მოქმედი ჩემპიონების რეიტინგი გამოაქვეყნა

ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემა Givemesport-მა UFC-ის მოქმედი ჩემპიონების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილს სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი იკავებს, ხოლო მეორე ადგილზე ილია თოფურიაა, რომელიც მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია.

ჩემპიონების სრული რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1 - მერაბ დვალიშვილი.
2 - ილია თოფურია
3 - ალეშანდრე პანტოჟა
4 - ალექს პერეირა
5 - ალექსანდ ვოლკანოვსკი
6 - ხამზატ ჩიმაევი
7 - ტომ ასპინალი
8 - ჯეკ დელა მადალენა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა და მას შემდეგ ქამრის დაცვა სამჯერ მოახერხა. ქართველმა "მანქანამ" ბოლო ბრძოლა 5 ოქტომბერს გამართა, სადაც კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, მან ჯერ 2024 წლის 18 თებერვალს მოიპოვა ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი, ხოლო შემდეგ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც ვაკანტურ ქამარზე ჩარლზ ოლივეირას სძლია და ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100783